понедельник, 26 апреля 2010 г.



პროექტის სახელი: გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს
პროექტის მოკლე აღწერა: თინეიჯერებში გახშირებული სწრაფვა ნარკოტიკებისადმი, რომელმაც ათობით მოზარდის სიცოცხლე შეიწირა.
პროექტის სრული აღწერა: ამ სერიოზულ პრობლემას აღრმავებს და ხელს უწყობს მავნე ჩვევები,რაც ჩვენს ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას და რეალურ საშიშროებას უქმნის ჩვენს ერს.ტელევიზიის მავნე ზემოქმედება,სადაც ძალადობის,შავი სამყაროს,ნარკომანიის,ტრეფიკინგის ამსახველი ფილმების მრავალფეროვნებაა.
დავყოფ მოსწავლეებს სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას:
I ჯგუფი: შეაგროვონ ინფორმაცია ნარკომანიის შესახებ სამართალ დამცავ ორგანოს მუშაკების დახმარებით, იმის შესახებ, თუ რამდენი ნარკომანია სენაკში სტატისტიკურად.
II ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია ექიმების დახმარებით თუ რა დაავადებებს იწვევს ნარკოტიკის მიღება და არსებობს თუ არა გზები სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და რამდენი %.
III ჯგუფი: შეაგროვონ ინფორმაცია საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების დახმარებით,თუ როგორ იპოვონ გამოსავალი , რომ თავი დააღწიონ ამ დაავადებას.
პროექტის მსვლელობისას გაიმართება აქცია „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.
ასევე ჩატარდება ლექცია თემაზე:“წუთია–წუთი სოფელი“,რომლებსაც გამართავენ მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები საპატრიარქოდან.
მოძიებული მასალის საფუძველზე მოსწავლეები დაამზადებენ ბროშურას,პლაკატს.
გაიმართება შეხვედრა თითოეული ჯგუფისთვის მიცემული დავალების პრეზენტაციის გასაკეთებლად მოწვეულ სტუმრებთან, სადაც მოეწყობა ფილმის ჩვენება და გამართავენ დისკუსიას.
მონაწილეთა ასაკი: 15–17წელი.
ვადები / ხანგრძლივობა: 3 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააცნობიერებენ ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას, ჩაერთობიან საზოგადოებრივ საქმიანობაში.
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:maianachkebia.blogspot.com